საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, ცნობილია ისტორიული არქიტექტურითა და ღირშესანიშნაობებით, ზღვისპირა პარკით, რომელიც 7 კმ-ზე მეტი სიგრძისაა, უმშვენიერესი სანაპიროთი, მწვანე სკვერებითა და რა თქმა უნდა - ტრადიციული სტუმართმოყვარეობით.

უკანასკნელ წლებში ბათუმი გახდა ახალი ევროპული ქალაქი, რომელიც თავისი სილამაზითა და სპეციფიკური ატმოსფეროთი იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ქალაქი იზრდება და ვითარდება, აგრძელებს-რა შთაბეჭდილების მოხდენას თავისი მაგნოლიებითა და ტროპიკული მცენარეებით მორთული პროსპექტებით, ისტორიული ძეგლებითა და ულამაზესი სკულპტურებით.

ბათუმი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქიც გახლავთ. სწორედ ბათუმში მთავრდება ამიერკავკასიის სარკინიგზო გზა და ბაქოს ნავთობსადენი. ქალაქი თურქეთის საზღვართან, მხოლოდ 20 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით აქ კარგად ხარობს ხილი და სხვადასხვა სახეობის ჩაი.

თურქეთთან უვიზო რეჟიმის წყალობით, თურქი სტუმრების რაოდენობა, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ამ ლამაზ და სტუმართმოყვარე ქალაქს ყოველდღიურად იზრდება.


სასტუმრო: GOLDEN PALACE HOTEL BATUMİ
მისამართი: კ. გამსახურდიას ქ. 8/10, ბათუმი, საქართველო, 6000
ტელეფონი: +995 422 212530
+995 568 005555
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ-გვერდი: www.goldenpalacebatumi.eu